ანა წითლიძე - საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ

უფასო კვების პროგრამა საჯარო სკოლებში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა გააცნო.

„როდის უნდა გახდნენ ბავშვები პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის და როდის უნდა დაიწყოთ უფასო კვების განხორციელება საჯაროს სკოლებში? ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა გააცნო, როგორ უნდა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების პროგრამა სკოლებში. ჯერჯერობით ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით