პარლამენტის სხდომაზე გიორგი ბოტკოველსა და ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ბოტკოველსა და უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

ქადაგიშვილის გაღიაზიანება მისი მისამართით ბოტკოველის განცხადებამ გამოიწვია, როცა მას ოპოზიციონერმა კოლეგამ მიმართა, რომ როცა სიტყვები „რევოლუცია“ და „დესტრუქცია“ რამდენჯერმე ახსენა, არც ერთი სიტყვით სტიქიის შედეგად გაუბედურებულ კახეთის რაიონები არ უხსენებია, რომლის მაჟორიტარიც არის.

„შენ რა იცი, კახეთში რა ხდება? გამოიყვანა კახეთი გაუბედურებულად.... გაუბედურებული პოლიტიკოსი ხარ შენ და არა კახეთი“, - ასეთი იყო ქადაგიშვილის პასუხი გიორგი ბოტკოველის მისამართით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა