„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების ახალი პროგრამა - შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მიიღონ 100%-იანი დაფინანსება

„საქართველოს ბანკი“ ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.

პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბანკის მიზანია, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად გაზარდონ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი მოიცვან და მეტ ახალგაზრდას შეუქმნან ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის“ გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. „საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აინტერესებდეს საბანკო საქმიანობა, ბიზნესი, არქიტექტურა, ტექნოლოგიები ან უნივერსიტეტების მიერ პრიორიტეტული მიმართულებები (იქნება ეს მედიცინა, ისტორია თუ სხვა);
  • ამასთან, მას უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი