მიხეილ სარჯველაძე - ვიზიტი რატომ არ შეათანხმა? რად უღირდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? - ეს არის პასუხის ვალდებულება, რომელსაც პრეზიდენტმა თავი აარიდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა

წყლის ამღვრევას, გარკვეულ გარემოებებზე მიდებ-მოდებას აზრი ეკარგება - რად უღირდა კონსტიტუციის დარღვევა? პრეზიდენტმა პასუხის ვალდებულებას თავი აარიდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტს მოუწევდა პასუხის გაცემა კითხვაზე - დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ნათელია.

„მთავარი საკითხი გახლავთ გარემოება, დაარღვია თუ არ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია - ნათელია, რომ დარღვევას ადგილი აქვს. უმთავრესი მთელ ამ ამბავში გახლავთ ერთი რამ - პრეზიდენტმა არ დაიცვა და პატივი არ სცა კონსტიტუციას. ვუშვებდი ამის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი არ ისურვებდა ადგილზე მისვლას, რადგან მას მოუწევდა პასუხის გაცემა კითხვაზე - დაარღვია თუ არ დაარღვია და მას ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ აქვს. წყლის ამღვრევას, გარკვეულ გარემოებებზე მიდებ-მოდებას აზრი ეკარგება, როცა პირდაპირ ისმის კითხვა კონსტიტუციის პირდაპირ დებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ბრძანებს, რომ საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხები პრეზიდენტმა უნდა შეათანხმოს მთავრობასთან, ამაზე უნდა გაიცეს პასუხი - უნდა შეათანხმოს თუ არ უნდა შეათანხმოს. თუ უნდა შეათანხმოს და ეს უდავოდ ასეა, მაშინ რატომ არ შეათანხმა? რად უღირდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? აი, ეს არის პასუხის ვალდებულება, რომელსაც პრეზიდენტმა თავი აარიდა, როცა [საკონსტიტუციო სასამართლოში] არ გამოცხადდა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო