თამარ კორძაია უმრავლესობას - დიახ, მეგობრებო, ბიაზი გასკდა, უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინდა დავესესხო, რომ ხელოვნება არის თავისუფალი და პოლიტიკური და როგორც არ უნდა მოგწონდეთ ეს თქვენ, სწორედ ეს ხალხი დაგამარცხებთ და დაგანახებთ, რომ ბიაზი გამსკდარია. მას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განახადა.

კორძაიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტს იმიტომ ებრძვის, რომ „ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე“.

„თქვენ დააინიცირეთ შეკრებების შესახებ კანონში ისეთი სახის ცვლილებები, რომელიც ელემენტარულ, ევროპულ სტანდარტს კანონის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით ვერ უძლებს. შეკრებების ნაწილში თქვენ ლაზარე გრიგორიადისს ვერ დაუმტკიცეთ 9 თვის განმავლობაში დანაშაულის ჩადენა და მერე ყოვლად უსამართლოდ სხვა ბრალდებით გაუგრძელეთ მას ციხეში ყოფნა. დღეს თქვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეთ პროცესი, სადაც ყველანაირად ადასტურებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. თქვენ გააძევეთ საქართველოდან სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პრაქტიკულად სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით აფუჭებთ ურთიერთობას ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან და იძახით, რომ ეს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეთ. თქვენ დაიწყეთ რეპრესიები სახელოვნებო სფეროში, საუკეთესო კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის სტილში და ამ წუთას ამას აგრძელებთ კონსერვატორიაში. თქვენ შექმენით ხვრელი საქართველოში სანქციების თავის არიდებისათვის და თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც შეგახსენებთ, რომ გასაუქმებელია.

მინდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად: რუსეთში, ბელარუსშიც - უსაფრთხოებას ამოფარებული დიქტატურა გამეფდა. უსაფრთხოებას ამოფარებული დიქტატურის ნიშნებია ის, რაც მე ახლა ჩამოვთვალე საქართველოში, მაგრამ ის ბრძოლა, რომელიც თქვენ სახელოვნებო სფეროს წინააღმდეგ დაიწყეთ ნამდვილად თქვენვე დაგამარცხებთ. მათ აქ, პარლამენტის უკან ბანერი გააკრეს, სადაც წარწერა იყო, რომ „ბიაზი გასკდა“. დიახ, მეგობრებო ბიაზი გასკდა, უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას. ისევ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინდა დავესესხო, რომ ხელოვნება არის თავისუფალი და პოლიტიკური და როგორც არ უნდა მოგწონდეთ ეს თქვენ, სწორედ ეს ხალხი დაგამარცხებთ თქვენ და დაგანახებთ, რომ ბიაზი გამსკდარია და მას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება.

ვეთანხმები სალომეს(სამადაშვილს), ნუ გეშინიათ, რევოლუცია არ იქნება, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს, სადაც ქართველი ხალხი აირჩევს თავისუფლებას და არა თქვენს მიერ შეთითხნილ უსაფრთხოებას“, - განაცხადა კორძაიამ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024