თაკო ჩარკვიანი - გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო - ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა, ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! დაველოდებით - ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში!

აქ გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო - ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა არჩევნებს! ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! დაველოდებით - ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს შეადარა და როგორც აღნიშნა, ე.წ. კარვების კანონი იგივეა, რაც რუსული კანონი იყო.

„შევეცდებით აღნიშნულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორიც საზარელ რუსულ კანონს გავუწიეთ. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც 11 წელია ლაპარაკობთ, ოპოზიციას თვეობით გვედგა კარვები - ქუჩაში კარვები სამი-ოთხი თვე იდგა.

რევოლუციას ყოველთვის ცუდი ხელისუფლება აკეთებს - რევოლუციას აკეთებს კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ზუსტად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიცაა „ქართული ოცნება“. ამ ტიპის კანონებს რომ მიიღებენ, შემდეგ რევოლუციები ხდება ანუ ამისკენ მშიერ, გაუბედურებულ ხალხს მომპარავი ხელისუფლების წარმომადგენლები უბიძგებენ - რევოლუციას ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს. რევოლუციას აკეთებს ცუდი ხელისუფლების მიერ ხელნაკრავი, მშიერი ხალხი.

დაველოდებით - ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! დაველოდებით გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და თუ თქვენ ამას თვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, დაარქვით - დავინახავთ ვინ გაიმარჯვებს! საქართველო კორუფციონერების წინაშე არასდროს დაეცემა“, - მიმართა უმრავლესობას თაკო ჩარკვიანმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ