გივი მიქანაძე ანი წითლიძეს - ეს საკითხი, როგორც თქვენ გადაწყვიტეთ იაფფასიანი პოლიტიკური ნაბიჯია - ვაუჩერული სისტემა, რომელიც  საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას უკავშირდება, რელევანტური არ არის

ეს საკითხი, როგორც თქვენ გადაწყვიტეთ, იაფფასიანი პოლიტიკური ნაბიჯია, - ასე მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, ანი წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, წითლიძის მიერ ინიცირებული ვაუჩერული სისტემა, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას უკავშირდება, არ არის რელევანტური.

„ვაუჩერული სისტემა, რომელიც ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შემოიღეთ, არ იძლევა გარანტიას, რომ ეს ვაუჩერული უზრუნველყოფა პირდაპირ იმ მიზანზე წავა, რომელსაც თქვენი კეთილშობილური ზრახვები ემსახურება. სკოლებში განსავითარებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ის მნიშვნელოვანი რეგულაციები იყოს დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული კვების საკითხებთან მიმართებით უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ სასკოლო კვების სტანდარტი უნდა არსებობდეს და უნდა შემუშავდეს უფასო სკოლის პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური რეგლამენტები, თქვენ იცით, რომ ეს პროცესი მიმდინარეა, არ არის ბოლომდე დამუშავებული, რადგან სხვა ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძის თქმით, წითლიძის განცხადება პოპულისტურია და მისი მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არ ზრუნავს ბავშვებზე.

„ზუსტად ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 წლის წინ, საბავშვო ბაღებში უფასო კვება შევიდა, რამაც შესაძლებელი გახადა, საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტი 40% -ით გაზრდილიყო, ამ საკითხზე მინისტრმაც განაცხადა, კომიტეტიც გიდასტურებთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება განხორციელებული. ამ კვირაშიც გამოდის კორექტირებული ბიუჯეტი, რომელშიც 45 მილიონია გათვალისწინებული სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შემდგომ რეაბილიტაციაზეა საუბარი. აღარ ვლაპარაკობ იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო და 880 საბავშვო ბაღის და 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ეხება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება