ქეთევან თურაზაშვილი - მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი უკვე აქვთ, დააყენეთ თავი პენსიონერების ადგილზე, ჩაერიეთ „ლიბერთი ბანკის“ მძარცველურ პოლიტიკაში

მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი უკვე აქვთ, დააყენეთ თავი პენსიონერების ადგილზე, მოიკითხეთ ამ ადამიანების ყოფა, ჩაერიეთ „ლიბერთი ბანკის“ მძარცველურ პოლიტიკაში, ეს ადამიანები არ გეცოდებიან? სახელმწიფოს ნებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ ადამიანების ძარცვა შეწყდეს, ვისაც საპენსიო სესხი აქვს აღებული და პანდემიის დროს საკუთარი ნების წინააღმდეგ ბანკმა სესხის ვადა გაუხანგრძლივა და ვითომ „საშეღავათო პერიოდი“ მისცა, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ეს ადამიანები, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „პენსიონერების ძარცვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო დაიწყო და მათ ტყუილი დაპირებებით შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ“.

„ერთ დღეში 300-ამდე პენსიონერს დავეხმარე განცხადების დაწერაში და ერთად მივმართეთ „ლიბერთი ბანკს“, რომ მათი სესხები ძველ ჩარჩოში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პოლიტიკური ჯგუფის დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ პრეცედენტს, რომ პენსიონერს, რომელსაც სესხი 2026 წლამდე უნდა ჰქონოდა, დღეს ეს სესხი აღარ აქვს. არადა ძალიან მარტივი იქნებოდა ამ პრეცედენტის გავრცელება ყველა პენსიონერზე ავტომატურად სახელმწიფოს ნება რომ არსებობდეს.

აქვე მინდა შევახსენო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ პენსიონერების ძარცვა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დაიწყო და მათ დღეს ტყუილი დაპირებებით შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ, რადგან ამ ადამიანებს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ.

მეორე მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობაზე თვალს ხუჭავს და ბანკს საშუალებას აძლევს, ორნაირი სქემით გაძარცვოს პენსიონერები. არადა ჩვენ გვყავს მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან, გვყავს პენსიონერები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ და თავისი შემწეობის ტოლფასი პენსიის განაწილება უწევთ ოჯახის სხვა წევრებისთვის მაშინ, როდესაც თავად საკვებისთვის და წამლებისთვის არ ყოფნით პენსია და ეს ძალიან კარგად იცით აქ ყველამ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არადა შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებს გაუნულდეთ სესხები, რადგან ისინი ბანკმა მოატყუა“,- განაცხადა თურაზაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო