ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება და ქართული საზოგადოება ყველაფერს პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო და კარგად გვესმის, რომ ის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ უდგას, არაერთხელ იქნება გამოყენებული რადიკალური პოლიტიკური ძალების მხრიდან, რათა ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. არიან რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ხელისუფლება ამ ფორმით შეიცვალოს. ვინაიდან, რეალურად საარჩევნო პირობებში, მათ ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, საქართველოს საერთაშორისო რეალური პარტნიორები იყვნენ, რომლებსაც არაერთხელ შეუწყვიათ ხელი ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც ასე გაგრძელდება, "მაგრამ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ნამდვილად არ ჯდება თანამშრომლობის ფარგლებში, არ არის მისაღები და კიდევ უფრო მეტ სიცხადეს საჭიროებს".

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტატუსი მივიღოთ და აქ მართლაც უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. ხელისუფლება თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, ოპოზიციასაც თავისი როლი აქვს და ამაზე არაერთხელ ყოფილა ჩვენი პარტნიორების განცხადებები. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, რომ სერიოზულად მოეკიდონ ამ ვალდებულებას. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება, იქნება დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ყველაფერს ქართული საზოგადოება პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის