ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში, დუბრავკა შუიცას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას.

მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგი.

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიღებული იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

“მხარეებმა ისაუბრეს რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.

3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის