პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით გაიმართება

4 ოქტომბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით გაიმართება.

ბურჭულაძე კომიტეტის სხდომაზე "რეფორმების ჯგუფმა" დაიბარა. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით მინისტრის საკომიტეტო სხდომაზე მიწვევის მიზეზი კი ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების გეგმას უკავშირდება.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვაზიანში სამხედრო ბაზა არსებობს, ხოლო სამხედრო ბაზის სიახლოვეს სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობამ შესაძლოა სამხედრო

ბაზის სრულფასოვან ფუნქციონირებას და სამომავლო განვითარებისა თუ გაფართოების შესაძლებლობას საფრთხე გაუჩინოს.

აქუბარდიას თქმით, მინისტრი აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ კითხვებს კომიტეტის სხდომაზე უპასუხებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში