დავით ჭიჭინაძე - გამოჩნდა, რომ ჩვენი "კონსტიტუციის მამებს", კობახიძეს და ჩუგოშვილს ისე დაუწერიათ კონსტიტუცია, რომ სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ, არადა თითქოს "ერთი გუნდის წევრები" იყვნენ

გამოჩნდა, რომ ამ ჩვენი "კონსტიტუციის მამებს", კობახიძეს და ჩუგოშვილს ისე დაუწერიათ კონსტიტუცია, რომ სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ, არადა თითქოს "ერთი გუნდის წევრები" იყვნენ. ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომლის კონმენტარსაც პარტიის პრესსამახური ავრცელებს.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, გამოჩნდა, რომ ორი მხარე გვაქვს - ბნელი და ნათელი.

მისი თქმით, ნათელ მხარე არის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები. ხოლო ბნელი მხარეა, რომელიც არ აკლებს მცდელობას, რომ ჩავრჩეთ მუდმივ ჭაობში.,

“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ესეთი ადამიანების ხელში აღარ იყო ერთი გუნდი და არავითარი კავშირი არ ჰქონდათ მათთან, ვინც 2012 წელს ხალხთან ერთად მოიპოვა გამარჯვება.

პოლიტიკური თვალსაზრისით კი, გამოჩნდა, რომ ორი მხარე გვაქვს - ბნელი და ნათელი. ნათელ მხარეს არის ხალხის დიდი ნაწილი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. და მეორე, ბნელი მხარე, რომელიც არ აკლებს მცდელობას, რომ ჩავრჩეთ მუდმივ ჭაობში. ამ გადასახედიდან, პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ნათელ მხარეს წარმოადგენენ, იმიტომაც გამოიყურებიან გაცილებით რესპექტაბელურად.

ეს ჩვენი "იმპიჩმენტისტები" კი ის შავბნელი ძალაა, რომელიც არასოდეს განათდება. ამიტომაც დავარქვი მათ, ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ, "ქართული ოცნების" მესაფლავეები...“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს