ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ შულავერის ბიბლიოთეკა განაახლა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად მარნეულის სოფელ შულავერის სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში არაერთი სოფლის ბიბლიოთეკის მონახულება იგეგმება.

„მარნეულში, სოფელ შულავერში, სადაც ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ, ახალი წიგნები ჩავიტანეთ. მოძრაობა აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში არაერთი სოფლის ბიბლიოთეკის მონახულება იგეგმება“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი