კახა კოჟორიძე - სამართალი არ არის მათემატიკა, მაშინ მოსამართლეებად კომპიუტერი გვეყოლებოდა, ალგორითმი დაწერდა, რომ „დაირღვა მუხლი“, სასამართლომ მთლიანად კონტექსტი უნდა გაიაზროს - ამ დავის გადაწყვეტის პროცესში უმნიშვნელოვანესია 78-ე მუხლი

მე თუ ვინმე შემეკითხება დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და პასუხს მომთხოვს მხოლოდ 52-ე მუხლიდან გამომდინარე, კი ბატონო, იქ პირდაპირ წერია, რომ მთავრობის თანხმობა საჭიროა, მაგრამ ჩვენ ნორმა უნდა წავიკითხოთ კონტექსტში , - ამის შესახებ საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კახა კოჟორიძის განცხადებით, დავის გადაწყვეტის პროცესში უმნიშვნელოვანესი 78-ე მუხლია, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.

„შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართალი არ არის მათემატიკა. სამართალი რომ მათემატიკა იყოს, მაშინ მოსამართლეებად ადამიანები კი არ გვეყოლებოდნენ, კომპიუტერი გვეყოლებოდა, ჩავწერდით ალგორითმს, ალგორითმი დაწერდა, რომ დაირღვა მუხლი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოსამართლედ ადამიანი იმიტომ გვყავს ჩვენ, რომ მან მხოლოდ ფორმალურ ნორმას კი არ შეხედოს, არამედ მთლიანად კონტექსტი გაიაზროს: კონსტიტუციის კონტექსტიც და პოლიტიკური კონტექსტიც, შექმნილი სიტუაციაც და ბევრი სხვა. სასამართლო არის სამართლებრივი ორგანო და ამავდროულად პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკის და სამართლის ნაზავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხშირად. პოლიტიკისგან ვერ მოვგლეჯთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

მე თუ ვინმე შემეკითხება დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ამ კითხვაზე პასუხს თუ მომთხოვს მხოლოდ 52-ე მუხლიდან გამომდინარე, კი ბატონო, იქ პირდაპირ წერია, რომ მთავრობის თანხმობა საჭიროა, თანხმობა არ იყო და მივდივართ თურმე დასკვნამდე, რომ დაარღვია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ეს ნორმა უნდა წავიკითხოთ კონტექსტში, მთლიანობაში. მთლიანობაში რომ ვკითხულობთ, რატომღაც გვახსენდება 78-ე მუხლი. 78-ე მუხლია ამ დავის გადაწყვეტის პროცესში უმნიშვნელოვანესი. ეს მუხლი ამბობს,რომ საქართველოს კონსტიტუციური ორგანოები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, უფლება მოსილი კი არა, ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა