საერთაშორისო სავალუტო ფონდი - სებ-ის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, ფონდის პრესსპიკერმა განმარტა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა“.

ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.

„ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024