„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 4 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება.

„ჯივიპის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს 4 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

მათივე განმარტებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, 5 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ნუცუბიძის I-IV მიკრო რაიონებს, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ბანძელაძის, ჟღენტის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, გამრეკელის, თავხელიძის, პიკასოს, ნადირაძის, სანდრო ეულის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს. ზემო ვეძისის დასახლების, ჯებაშვილის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუცების ნაწილს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, მაჭავარიანის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვანის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში - ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალეს, ხანძთელის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი 7,

დიდუბის რაიონში - დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს.

ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.

ზაჰესში - წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის და ზინკარის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო