სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი ბელგიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის მუშაობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ვიზიტის ფარგლებში ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციების მხრიდან ძალის გადამეტების თავიდან აცილებისა და დემონსტრაციების მართვის მარეგულირებელ მექანიზმებს გაეცნო.

საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო დანაყოფების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს დემონსტრაციების მართვის ტაქტიკაზე და სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევებზე და შეტყობინებების საზედამხედველო უწყებებში გადაგზავნის მექანიზმზე გამოცდილება გაუზიარეს. ბელგიელმა სამართალდამცავებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გზებსა და ფორმებზე მაკონტროლებელ ორგანოებთან: ბელგიის სამეფოს პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედ კომიტეტთან (Committee P) და გენერალურ ინსპექტორატთან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბელგიელ კოლეგებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ბელგიაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო