ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება, ადეიშვილების ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის რეალობა

იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს და გაარკვიეს, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. გუშინ, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე.

„ეს არის უმარტივესი კითხვა, ეს პირველი კურსიც არ არის. უმარტივესი კითხვაა, რასაც სჭირდება უმარტივესი პასუხი, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. როდესაც ამ კითხვას პასუხს ვერ და არ სცემ, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ გაქვს საქმე და ეს ასეა. ვნახოთ, დღეს რას იტყვიან. ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მოიგებენ თუ არა ამ საქმეს, კობახიძე პასუხობს, რომ ეს სასამართლოზეა დამოკიდებული“.

„ეს სასამართლოზეა დამოკიდებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის, პირველი ლექციის დონის კაზუსი. არ ვიცი, დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.

„საკმაოდ აქტიური დისკუსია იყო მხარეებს შორის. მოსამართლეებმა დასვეს კითხვები. ამ ყველაფერს უყურებდით, რა იყო ამაში ფორმალობა? ფორმალური იყო ადეიშვილის სასამართლო. გუშინ სად იყო ფორმალობა? შეგახსენებთ, ფორმალობა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები, როდესაც 2016 წლის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოში „კლანი“ არსებობდა, როდესაც მაშინდელი სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს აწერდა ერთი და იგივე კოლეგიას, რადგან წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა შესაბამისი კოლეგია. მაშინ იყო „კლანი“ საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის ჩათვლით. მაშინ იყო „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი მოსამართლე. დღეს განსხვავებული ვითარებაა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება, ადეიშვილების ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის რეალობა. გიორგი პაპუაშვილს არ ჰქონდა რამდენიმე მოსამართლის იმედი, მაგრამ ჰქონდა 3 კონკრეტული მოსამართლის იმედი, რომელიც თავმოყრილი იყო ერთ კოლეგიაში. ამიტომ, ზუსტად ამ კოლეგიას აწერდა ხოლმე საქმეებს. დანარჩენი მოსამართლეების იმედი არ ჰქონდა. სულ 9 მოსამართლე იყო, თავისი თავის იმედი ჰქონდა და კიდევ 3 მოსამართლის. ამიტომ აწერდა ამ კოლეგიას და არა მეორეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ „კლანი“ იყო 2016 წლის ჩათვლით“,-განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო