გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის, სახალხო დამცველის აპარატის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიების პრეზენტაციები წარმოადგინეს და ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკის წარმოების გაეროს 2022 წლის მეთოდოლოგიური ჩარჩო დოკუმენტი განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფემიციდის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოების საკითხს. ასევე, ფემიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით ერთიანი, სრულყოფილი და სეგრეგირებული მონაცემების აღრიცხვის და ფემიციდის მონიტორინგის მიმართულებით, დაიგეგმა უწყებების კოორდინირებული სამომავლო საქმიანობა. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენცია. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის განმავლობაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს, სწავლობს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს. დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშები 2014-2022 წლებში ფემიციდის დანაშაულების მონიტორინგის შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://pog.gov.ge/uploads/3a43d454-femicidi-2014-2022-GEO.pdf

https://pog.gov.ge/uploads/007f81e3-Femicide-2014-2022-ENG.pdf

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო