თეონა აქუბარდია - არ არსებობს დოკუმენტი, სადაც სამხედროები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად ხელს აწერენ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას - საკითხი თავდაცვის უწყებაში არსებულ საბჭოს უნდა განეხილა

არ არსებობს დოკუმენტი, სადაც სამხედროები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად ხელს აწერენ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას - საკითხი თავდაცვის უწყებაში არსებულ საბჭოს უნდა განეხილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბურჭულაძე საუბრობდა იმაზეც, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა ქალაქში საცობებს განტვირთავს.

„მივიღეთ პასუხი, რომ თავდაცვის სამინისტროს შიგნით არ არსებობს არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, სადაც სამხედროები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად, დოკუმენტურად, ხელს მოაწერენ ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში არსებობს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, სადაც ეს საკითხი უნდა განხილულიყო. მინისტრის თქმით, ეს საკითხი მაშინ იქნება განხილული, როცა ეკონომიკის სამინისტროში, უწყებათაშორის ფორმატში შესწავლა იქნება. პოზიცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს აშენდეს აეროპორტი, არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სამხედროების მონაწილეობა ამ პროცესში სადღაც დახურულ კაბინეტებში შეიძლება იყო, მაგრამ დოკუმენტურად არ არსებობს. ის [თავდაცვის მინისტრი] მეუბნებოდა, რომ უნგრეთში ისროლა ტანკით აეროპორტის სიახლოვეს და ამასთან, აეროპორტის მშენებლობა საცობების განტვირთვას გამოიწვევს, რაც ჩემი მოსაზრებით არცთუ ისე კომპეტენტური და დამაჯერებელი პასუხია”, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო