ანა წითლიძე გივი მიქანაძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - „შიში ოხერია“ ბატონო გივი?

„შიში ოხერია“ ბატონო გივი? - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ანა წითლიძის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან ვერ გაუშვებენ, რაც არ უნდა რეგულაცია დაწესდეს, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება.

„შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. ეს სისულელე კანონი კი არ უნდა გამოგქონდეთ, ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში. როგორ ზრუნავთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ამ ქვეყანაში ბავშვების შიმშილი ჰქვია, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ გეშინიათ და გგონიათ, რაც უფრო მეტ ასეთ შეზღუდვას შემოიტანთ, მით უფრო მეტად დააფრთხობთ საქართველოს მოქალაქეებს. არადა, სულ პირიქით არის, რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებთ, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. აუცილებლად მოგიწევთ ზუსტად ისე უკან დახევა, როგორც მარტის აქციების დროს დაიხიეთ. ახლა კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მე რომ მიკროფონი ან მეგაფონი მეჭიროს ხელში, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება? მერე გვითხარით, კონტროლის მექანიზმი გვაქვს ასევე სასამართლო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის გასაჩივრებაო. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, მიკროფონი რომ ხელში მიჭირავს და მეგაფონი, ამის გამო რომ დამაკავონ, მერე სად უნდა გავასაჩივრო, იმ სასამართლოში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?!“,-მიმართა წითლიძემ მიქანაძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა