ანა ნაცვლიშვილი გივი მიქანაძეს - ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გისარგებლიათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? კანონს ცვლით და თქვენ თვითონ ყოფილხართ თუ არა მშვიდობიანი ან არამშვიდობიანი მანიფესტანტი?

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გისარგებლიათ თუ არა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? კანონს ცვლით და თქვენ თვითონ ყოფილხართ თუ არა მშვიდობიანი ან არამშვიდობიანი მანიფესტანტი? - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, პლენარულ სხდომაზე, მმართველი პარტიის დეპუტატს, გივი მიქანაძეს, რომელმაც პარლამენტის წევრებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დაჩქარებული წესით წარუდგინა.

ნაცვლიშვილმა კანონპროექტის ინიციატორების გამოცდილება სთხოვა.

„თქვენ განმარტებით ბარათში გიწერიათ, რომ არავისთან კონსულტაცია არ გაგივლიათ, არც ექსპერტებთან, არც დარგის სპეციალისტებთან. „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას რომ გვთავაზობთ, რაღაც ტიპის გამოცდილება ამ უფლებით სარგებლობის, ალბათ, უნდა გქონდეთ. თქვენი პირადი და სხვა ინიციატორების გამოცდილება მაინტერესებს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გისარგებლიათ თუ არა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? მაგალითად, საქართველოს უახლეს ისტორიაში კარგად ცნობილი მოვლენებისას? ან 7 ნოემბერს, ან 26 მაისს, ან 2012 წლის შემდეგ რომელიმე შემთხვევაში, როცა საზოგადოებამ ლეგიტიმურად ისარგებლა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ ამ უფლებით სარგებლობის? როდის, რა კონტექსტში და რა არის ეს გამოცდილება? მნიშვნელოვანი განაცხადია, კანონს ცვლით და თქვენ თვითონ ყოფილხართ თუ არა მშვიდობიანი ან არამშვიდობიანი მანიფესტანტი, თქვენი ცხოვრების განმავლობაში? იქნებ გაგვიზიაროთ ეს გამოცდილება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა