ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე - ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - პარლამენტში საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ სჯერა.

„არ დაგვავიწყდეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებს. პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა მიიღოს ზელენსკის, მაკრონის, ევროსაბჭოს რეზოლუციების თანახმად. ამერიკამ უნდა დაადასტუროს ხომ პირდაპირ, „ეფესბეს“ აგენტურამ რომ წარუდგინა ბრალი სააკაშვილს და სანქცირებულებმა გამოუტანეს განაჩენი?

სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის ობიექტურად არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს.

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ვთქვით, რომ საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება