ლევან ბეჟაშვილი - ჩანაწერით, რომელიც მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტში შედის, შეიძლება სცენაც კი აკრძალოს სამართალდამცავმა ორგანოებმა

რა აუცილებლობა იყო ამ კანონპროექტის შემუშავება? - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა დასაბუთებით არის განპირობებული ამ კანონპროექტის შემუშავება.

„პირველი, როდესაც კანონპროექტი მზადდება, თეორია არსებობს იურისპრუდენციაში, რომ შესაბამისი დასაბუთების ვალდებულება, საჭიროება გამოკვეთილი უნდა იყოს და კანონპროექტის ავტორები ამ დასაბუთების საჭიროებას უნდა პასუხობდნენ. რა აუცილებლობა იყო ამ კანონპროექტის შემუშავება? რა უშლიდა ხელს სამართალდამცავ ორგანოებს სამართლებრივი წესრიგი დაეცვათ წინა გამოსვლების დროს. ჩვენ გვახსოვს ამ ქვეყანაში 3 თვიანი კარვების ქალაქი, სადაც ცენტრალური გამზირი გადაკეტილი იყო. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებამ სისხლიანად დაარბია მშვიდობიანი აქციები მაშინ, როდესაც კარავიც კი არ იდგა რუსთაველზე. როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონპროექტის ინიციირებაზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა დასაბუთებით არის განპირობებული ამ კანონპროექტის შემუშავება. როდესაც ამ კანონპროექტზე მუშაობთ, რატომ არ არის გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს მშვიდობიანი შეკრებების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსებას და გამოყენებას. როდესაც დროებით კონსტრუქციაზე ვსაუბრობთ, სცენა არის თუ არა დროებითი კონსტრუქცია. ამ ჩანაწერით, რომელიც კანონპროექტში გაქვთ, შეიძლება სცენაც კი აკრძალოს სამართალდამცავმა ორგანოებმა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ არასდროს ყოფილა დასაბუთებული განმარტება სამართალდამცველების მხრიდან, თუ რატომ მოხდა აქციის დარბევა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა