ირაკლი ბერაია - არჩევანი - ფრენები, ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, ასე არ დგას - ვაზიანის აეროპორტის პროექტი არანაირ პრობლემას არ ქმნის, პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

არჩევანი - ფრენები, ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, ასე არ დგას. ვაზიანის აეროპორტის პროექტი არანაირ პრობლემას არ ქმნის, პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

ბერაიას განცხადებით, პროექტზე ყოვლისმომცველი ანალიზი გაკეთდება.

„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა დღეს არსებული წინასწარი მონაცემებით, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სამოქალაქო ავიაციას, არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება ფრენებისთვის, იგივე დისტანციაზე სამხედრო ობიექტებიდან დღეს ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ახალი აეროპორტის განვითარება „იკაოს“ შესაბამისი სტანდარტებით შერჩეული ლოკაციიდან გამომდინარე იქნება კიდევ უფრო მოსახერხებელი, კიდე უფრო დიდი დატვირთვის შესაძლებლობის მქონე და ფრენების თვალსაზრისით უფრო უსაფრთხო. იყო სპეკულაცია, თითქოს სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუშლიდა ირგვლივ სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას და განვითარებას, ეს არის სრული სიცრუე. არჩევანი ფრენები, ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, ასე არ დგას. ეს პროექტი იქნება წარმატებული ეკონომიკის განვითარებისთვის, არანაირ პრობლემას არ ქმნის, პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა ბერაიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის