ვახტანგ მეგრელიშვილი - ბატონო გივი, თქვენ კონკრეტულად ვისი გეშინიათ? ან უნდა გეშინოდეთ კონკრეტული ჯგუფის ან საკუთარი თავის

ბატონო გივი, რა მაინტერესებს იცით, თქვენ კონკრეტულად ვისი გეშინიათ? ან უნდა გეშინოდეთ კონკრეტული ჯგუფის ან საკუთარი თავის, - ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მისი შეფასებით, ხელისუფლების არასწორი ქმედებები ქმნის ქვეყანაში რევოლუციურ სიტუაციას.

„რევოლუციურ სიტუაციას ვერავინ ქმნის, გარდა თქვენი შეცდომებისა თუ არასწორი ნაბიჯებისა. რომ გაიშიფრა კანონპროექტი, სასაცილოა, არავინ სერიოზულ კითხვას არ გისვამთ თუ დააკვირდით ამდენი ხნის განმავლობაში. მაგალითად, პირდაპირ რომ დავწეროთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ შეიძლება მიტინგი ჩაატაროსო, ასეთი კანონი რომ დავწეროთ შეიძლება? ვისი გეშინიათ? თქვენ რომ შეწყვიტოთ იმ რაღაცების კეთება, რასაც აკეთებდით, რომელიც ქვეყანაში რევოლუციურ სიტუაციას ქმნის, თქვენი შიშის პირდაპირი მიზეზი რომ მიუთითოთ, რომ ამის და ამის გამო მიტინგის ჩატარება არ შეიძლება, ხომ სჯობს ამ კანონს ბატონო გივი?“,-მიმართა მეგრელიშვილმა მიქანაძეს.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში