პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - კარავი გავიყვანოთ ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების კატეგორიაში, ამას ამბობთ?! - ჩანთით, რომ შემოიტანოს - ჩანთებიც ავკრძალოთ, თბილი ტანსაცმელი ავკრძალოთ

კარავი გავიყვანოთ ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების კატეგორიაში, ამას ამბობთ?! ჩანთით, რომ შემოიტანოს - ჩანთებიც ავკრძალოთ, თბილი ტანსაცმელი ავკრძალოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულ კანონს პროპაგანდისტული მიზანი აქვს, რომ სუს-ის განცხადებამ დამაჯერებლობა შეიძინოს.

„განხილვებმა და საუბარმა ამ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამას აქვს ორი მიზანი - პირველი და მთავარი არის პროპაგანდისტული მიზანი, რომ სუს-ის განცხადებამ, „ფეიკმა“ შეიძინოს დამაჯერებლობა. ახლა უნდათ გამოგვიწვიონ დისკუსიაში, რომ თითქოს ესენი არიან კარვების ქალაქის და არეულობის წინააღმდეგ და ჩვენ გვინდა კარავი, კარვების ქალაქი და შესაბამისად, გაიზრდება მტკიცებულება ხალხში, რომ ვითომ ჩვენ გვინდა არეულობა. აი, ამას ემსახურება ეს და მეორე მიზანია პრაქტიკული, რომ დისკომფორტი არ შეექმნას ხელისუფლებას.

კარავი გავიყვანოთ ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების კატეგორიაში, ამას ამბობთ?! ჩანთით, რომ შემოიტანოს - ჩანთებიც ავკრძალოთ, თბილი ტანსაცმელი ავკრძალოთ. კარვის დანიშნულებაა, რომ ადამიანი არ გაიყინოს ზამთარში და თბილი ტანსაცმელიც უნდა ავკრძალოთ, რომ ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდეს ამ კარავთან?! - შიშია ეს ყველაფერი, პროპაგანდაა და რატომ აკეთებთ ამას. ეს ხომ სისუსტის გამოვლინებაა. ვინმეს უშველა ჭანჭიკების დაჭერამ?- არავის არ უშველა, ვის ატყუებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის