დავით მათიკაშვილი ოპოზიციას - მცდელობა, რომ უსაფრთხოების საკითხი რაღაც „კლიშეებით“ შემოსოთ, ფიასკოსთვისაა განწირული

მცდელობა, რომ უსაფრთხოების საკითხი, კანონში შეტანილი ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რაღაც „კლიშეებით“ შემოსოთ და მას ისეთი სახელი უწოდოთ, რომელიც პირველ რიგში, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ ესადაგება სიტყვა რუსული, ეს რა თქმა უნდა, ფიასკოსთვისაა განწირული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფამ საქართველო რამდენჯერმე ძალიან მძიმე ვითარებამდე მიიყვანა.

„გამოვიარეთ მძიმე პერიოდი, 90-იანი წლებიდან დღემდე და კარგად გვესმის და ვიცით, თუ რას ნიშნავს უსაფრთხოების საკითხები და ადეკვატური, რელევანტური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, სწორედ, ასეთი საკითხებისადმი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ასეთი განცხადებები, რომელსაც ქალბატონი ბოკუჩავა ბოდვას უწოდებს, სწორედ ასეთი განცხადებების შემდგომ მოხდა, მე უბრალოდ შევახსენებ, იმ უკრაინელების დაკავება, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებული ბრძანდებოდნენ საქართველოში და რა მიზნები ჰქონდათ მათ, ეს ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება. სწორედ, ასეთი განცხადებების შემდგომ მოჰყვა და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე კონტეინერებით დამნაშავე ყოფილი მაღალჩინოსნები შემოდიან საქართველოში და ეს განცხადებებიც წინ უსწრებდა ასეთ აქციებს, ესეც საზოგადოებას კარგად ახსოვს. მცდელობა, რომ უსაფრთხოების საკითხი, კანონში შეტანილი ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რაღაცა „კლიშეებით“ შემოსოთ და მას ისეთი სახელი უწოდოთ, რომელიც პირველ რიგში, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ ესადაგება სიტყვა რუსული, ეს რა თქმა უნდა, ფიასკოსთვისაა განწირული.

მინდა ბატონ გივის მივმართო და კითხვა დავუსვა, გთხოვთ განმარტოთ ეს კანონპროექტი რას გულისხმობს? რას კრძალავს? კრძალავს თუ არა ის დროებითი კონსტრუქციის აგებას, თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პოლიციას მოითხოვოს ასეთი კონსტრუქციის დაშლა, თუ კი ის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით გარკვეულ ეჭვს ბადებს?“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“