გივი მიქანაძე - არ იზღუდება დროებითი კონსტრუქციის დადგმა, თუკი ის საფრთხეს არ უქმნის მანიფესტაციას და მის მონაწილეებს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ეხება თუ არა სცენისა და სხვა კონსტრუქციის დადგმას.

როგორც მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, კანონმდებლობა უშვებს ამის განხორციელებას, მაგრამ რისკ ფაქტორებს არ უნდა შეიცავდეს.

„ამ ცვლილებებით არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება დროებითი კონსტრუქციის დადგმა, თუკი ის არ ექვემდებარება იმ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რაც საფრთხეს უქმნის მანიფესტაციას, მანიფესტაციის მონაწილეებს და იმ პირობების გათვალისწინებას, რომელიც სწორედ მე-11 მუხლის პუნქტთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ამ პირობების დადგომის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად აფასებენ კონკრეტულ შემთხვევას და აქციის ორგანიზატორს თუ დროებითი კონსტრუქციის დამდგმელს მოუწოდებენ, მოახდინოს გონივრულ ვადაში იმ კონსტრუქციის დემონტაჟი, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის. ამიტომ, სრულიად ფუჭი მცდელობაა, თქვენ ეს წარმოადგინოთ თითქოს დროებითი კონსტრუქციები, რომელსაც თქვენ მხოლოდ და მხოლოდ კარვის რეჟიმში ცდილობთ გადაიტანოთ. ამ დროს ძალიან კარგად იცით პასუხი, რომ დროებით კონსტრუქცია არ არის მხოლოდ კარავი და სხვა ობიექტები, მათ შორის სცენაც შეიძლება იყოს დროებითი კონსტრუქცია. ყველა ეს არის დასაშვები. კანონმდებლობა უშვებს ამის განხორციელებას, მაგრამ ეს არ უნდა შეიცავდეს იმ რისკ ფაქტორებს, რომელიც კონკრეტულ მუხლთან არის დაკავშირებული. როდესაც დროებითი კონსტრუქციის შეზღუდვაზეა საუბარი, ეს არავითარ კავშირში არ არის მანიფესტაციის შეზღუდვასთან. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თემაა. ზუსტად ამიტომ არის, რომ მანიფესტაციასთან დაკავშირებული საკითხი, სასამართლო კონტროლის მიხედვით შეზღუდულ ვადებში განიხილება, ხოლო დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებით არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი ადმინისტრაციული წარმოების კონტექსტში“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძემ განმარტა რა შემთხვევაში ექვემდებარება დროებითი კონსტრუქცია დემონტაჟს და რა შემთხვევაში არა.

როგორც მან პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, ნებისმიერი კონსტრუქციის შეფასება დამონტაჟებამდეც უნდა მოხდეს და დამონტაჟებულისაც, ხოლო გადაწყვეტილება დემონტაჟზე ინდივიდუალურად მიიღება.

„დიახ, სუს-ის განცხადება არის ის საფუძველი. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, განმარტებით ბარათში ზუსტად ეს წერია, ბიუროზეც ამაზე ვისაუბრეთ და ზუსტად ეს გვაქვს მოყვანილი დაჩქარების საფუძვლად სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი კონსტრუქცია რაც არ უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა რაზეა საუბარი, უნდა მოხდეს დამონტაჟებამდე თუ დამონტაჟებულის ინდივიდუალური შეფასება. თუკი ის, წარმოდგენილ დამატებასთან მიმართებით, რომელიმე კრიტერიუმით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და ჩვენი მოქალაქეებს უსაფრთხოებას, სწორედ ამ შემთხვევაში, კონკრეტული, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში, არცერთი დროებითი კონსტრუქცია არ დაექვემდებარება არც ხელის შეშლას მონტაჟზე და არც მოთხოვნას დემონტაჟზე“, - განაცხად გივი მიქანაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის