საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას, ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩუგოშვილმა კობახიძეს კითხვებზე პასუხი შეაწყვეტინა, სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ლექციას კითხულობს, ერთი და იმავეს იმეორებს და სატელევიზიო „მესიჯებით“ საუბრობს. მისი თქმით, „სასამართლო უსმენს საკითხებს, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია კითხვებს“.

„გარკვევა მინდა იმის, ჩვენც მოგვეცემა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე, ჩვენ არ ვდემაგოგობთ, მაგრამ საქმესთან დაკავშირებული-არა დაკავშირებული, ლექცია, სატელევიზიო „მესიჯები“ ვისაუბროთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ირაკლი კობახიძემ კი თამარ ჩუგოშვილს უთხრა, რომ „ყველაფერი ეს ღირსების ამბავია“.

„ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო "მესიჯი" ან ლექცია. მითუმეტეს, არც პოლიტიკოსი ხარ. პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ თამარ ჩუგოშვილს მიმართა, რომ წარდგინების ავტორების მოსმენის შემდეგ შეკითხვებზე პასუხი პრეზიდენტის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

„ჩვენი მუშაობის სტრუქტურა იქნება შემდეგი - მას შემდეგ, რაც მოვუსმენთ წარდგინების ავტორებს, მოგეცემათ სიტყვა შეკითხვებზე პასუხისთვის და შეიძლება უფრო მეტი ხანიც გაგრძელდეს“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა