ანა ნაცვლიშვილი - აქ არ არის გვარები და სახელები, არის ორი კონკრეტული მხარე - რუსეთი და ევროპა - მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ დასჯიან არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა

აქ არ არის გვარები და სახელები, არის ორი კონკრეტული მხარე - რუსეთი და ევროპა - ესაა მცდელობა, შექმნან სურათი, როგორ დასჯიან არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა, - ასე პასუხობს "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი კითხვას, როგორ ხედავს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესს.

მისივე თქმით, პროცესის პარლამენტში გადმოსვლის შემთხვევაში, "ლელო" იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და სასამართლოში „ქართული ოცნების" არგუმენტები უკიდურესად სუსტია და კონსტიტუციას აცდენილი.

„მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად, ევროპული გზის მხარეს, ამ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ შეუერთდება "ოცნებას" საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამისთვის. თავისთავად ის ფაქტი, რომ ეჭვები ჩნდება, ოპოზიციამ შესაძლოა, "ოცნებას" ხმები შეუვსოს, ძალიან მნიშვნელოვან რამეს უნდა ეუბნებოდეს ამომრჩეველს. არჩევანის გაკეთების დროს, ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება მოსახლეობის მიმართ, მიაქციეთ ყურადღება პარტიულ სიებს, რომ შემდეგ არ გეშინოდეთ, ვისაც დაუჭერთ მხარს, იმ პარტიის სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უცებ ხელისუფლებას შეუვსებენ საჭირო ხმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო