შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა Tax Stamp & Traceability-ის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ Tax Stamp & Traceability-ის პროექტის ფარგლებში გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირება მნიშვნელოვანი პროცესია და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრირების პროცესს ის ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

„შეხვედრის ფარგლებში, გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსმა, თეონა შიუკაშვილმა, მარკირების პროცედურებზე, ასევე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნული ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება და საქართველომ მას პირველად უმასპინძლა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების 150-მდე მონაწილე და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო