მიხეილ ხიდურელი - საუდის არაბეთის საინვესტიციო პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ვიზიტი გვქონდა, რომელიც UNWTO-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერით განხორციელდა

საუდის არაბეთი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საინვესტიციო და სავაჭრო მიმართულებით და მზად ვართ, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, არაბულ მხარესთან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საუდის არაბეთში, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰდას, არაბულ მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს, საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობა და უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.

„საუდის არაბეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა. წლების განმავლობაში საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის საგრძნობლად გაიზარდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა, თუმცა კვლავაც არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი არაბული ინვესტიციების მოზიდვის.

სწორედ ამიტომ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მსოფლიო ტურიზმის დღის კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრები გავმართეთ, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრთან, რომელსაც დეტალურად გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. ასევე შევხვდით მსხვილ კომპანიებს ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორიდან. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში თანამშრომლობის აქტიურ ფაზაზე გადავალთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის