გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს ეხმაურება

თბილისის გერბისა და დროშის შესაცვლელად კონკურსი გამოცხადდება და სპეციალურად შექმნილი კომისია საუკეთესო ესკიზებს შეარჩევს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, თბილისს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილი გერბი და დროშა არ აქვს და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა შეიქმნას თბილისის ოფიციალური სიმბოლიკა.

„დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა გააჟღერა გადაწყვეტილება გერბისა და დროშის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ყველა მუნიციპალიტეტს, თბილისის გარდა, უკვე აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ჰერალდიკური სიმბოლოები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი სიმბოლოს გამოყენება კვლავ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერის კიდევ ერთ ინიციატივას გამოეხმაურა, რაც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება თბილისის ქუჩებს საგრძნობლად განტვირთავს და მოსახლეობისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მათთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა კონკრეტულ უბნებსა და დღეებში იმოქმედებს, რის შესახებაც თბილისელებს ინფორმაცია მოგვიანებით დეტალურად ეცნობება.

გიორგი ტყემალაძის თქმით, იქნება გამონაკლისებიც, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება და ეს იქნება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და სხვა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ