„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-12  „თბილისი მარათონი“ გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკის ჩართულობით და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, 2023 წლის 1 ოქტომბერს, „თბილისი მარათონი“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თბილისი მარათონმა“ სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. ის 3 გარბენისგან შედგებოდა:

ნახევარმარათონი -21,097 კმ; 10 კილომეტრიანი გარბენი და ბავშვთა გარბენები - 6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ.

მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. ამჯერად, ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ კასპის სოციალური სერვისის 6–18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოახმარს და ადგილობრივად ხელმისაწვდომი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, როგორებიცაა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, რეაბილიტაცია/აბილიტაცისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამები.

ცნობისთვის, „თბილისი მარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.

წლევანდელ გარბენში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა შორის იყვნენ უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია. შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, RaceResults-ის ოფიციალური სისტემით ხდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა