თბილისში დისკუსია „ქალთა გაძლიერება მდგრად გასტრონომიაში“ გაიმართა

თბილისის გასტრო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პანელური დისკუსია თემაზე - “ქალთა გაძლიერება მდგრად გასტრონომიაში: გზა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, დანიისა და ნორვეგიის ელჩები, შეფ-მზარეულები, მეწარმე ქალები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში მდგრადი გასტრონომიული პრაქტიკის არსებული მდგომარეობა განიხილეს.

„ღონისძიების ფარგლებში, გასტრონომიაში ქალთა გაძლიერების შესახებ პირადი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება მოხდა. ასევე, იმ ინიციატივებისა და პროგრამების განხილვა, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებს კულინარიულ სექტორში.

მეწარმე ქალებმა მდგრადი გასტრონომიის პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დანერგვისას, საკუთარი წარმატებული ისტორიები და გამოწვევები გააზიარეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში