ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საინვესტიციო საბჭოს მხრიდან ბოლო დროს განხორციელებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში მიმდინარე ცვლილებებს და საინვესტიციო გეგმებს.

"მიმდინარე რეფორმები, არსებული პროგრესი და გამოწვევები იყო საინვესტიციო საბჭოსთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები. ეროვნული ბანკი როგორც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველი პერიოდულად იღებს ინფორმაციას საბჭოს წევრებისგან. ეს იყოს რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ მიმდინარე თემებზე, როგორ გავხადოთ ჩვენი მხრიდან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა უფრო ეფექტური", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა