ანა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს - რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ? - როდის მიიღებენ ისინი დანაკარგის ადეკვატურ კომპენსაციას

2018 წელს, თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება : „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“. გასულია ორი წელიც, სამი წელიც და ორს პლუს სამიც. რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე? , - ასე მიმართა “ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ნაცვლიშვილი, ასევე, დაინტერესდა, თუ რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში სტიქიის დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

„ამ განცხადებას, როდესაც აკეთებდით, რის საფუძველზე აკეთებდით და დღეს ამასთან დაკავშირებით რა გაქვთ სათქმელი?

ასევე, რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ? ადამიანის სიცოცხლე როგორ შეაფასეთ ეს დავინახეთ. სახელმწიფო რა პარამეტრებით ხელმძღვანელობს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ფასს ადებს?

რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილებს, რომლებსაც სახლები დაენგრათ და შემოსავლის წყარო დაკარგეს. როდის მიიღებენ ისინი დანაკარგის ადეკვატურ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან. რასაც დღეს სთავაზობთ ეს არ არის ადეკვატური და ეს კარგად უნდა იცოდეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო