გიორგი ვაშაძე მინისტრს - მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან 100 000 მოქალაქე წავიდა, ეკონომიკა ორნიშნად გაიზარდაო, ასე გაიზარდა, ისე გაიზარდაო, ვისთვის გაიზარდა? -  რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად

რაღაც ციფრებს, პროცენტებს, რომ იძახდით უმუშევრობაზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად, ეს ჩვენთვის მიუღებელია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს.

ვაშაძემ მინისტრს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები წარუდგინა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

„რა არის დღეს, საქართველოში ნომერ პირველი ეკონომიკური პრობლემა? - უმუშევრობა. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრისგან სწორედ უმუშევრობასთან დაკავშირებით პასუხები გვჭირდება. ხელში სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს, 2022 წელს 249 000 ადამიანი იყო უმუშევარი, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 266 000 ადამიანი, ანუ დაახლოებით, 20 000-ით უმუშევართა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. თვითდასაქმებული 410 000 ადამიანი გვყავს, რომელთაც დასაქმებულებში ითვლით, მათი შიდა მეურნეობაში გამომუშავება 156 ლარია. 156 ლარი წარმოგიდგენიათ რომ ნორმალური ანაზღაურებაა, ან შემოსავალია? მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან 100 000 ჩვენი მოქალაქე წავიდა, შობადობა, რაც პირდაპირ ეკონომიკასთანაა დაკავშირებული - კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, 2019 წლის შემდეგ ყოველწლიური შობადობა 7 000-ით შემცირებულია. შესაბამისად, კითხვა ძალიან კონკრეტული მაქვს, ორნიშნად გაიზარდაო, ასე გაიზარდაო, ისე გაიზარდაო, ვისთვის გაიზარდა? სად არის სარგებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს? რაღაც ციფრებს რომ იძახდით, პროცენტებს უმუშევრობაზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად, ეს ჩვენთვის მიუღებელია. გეუბნებით თქვენსავე ციფრებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის