ევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს - თუკი პრეზიდენტმა გამოიჩინა წინდახედულობა და არ გამოიყენა ბიუჯეტის სახსრები, იგივე წინდახედულობა რატომ არ გამოიჩინა და არ შეაჩერა ვიზიტები დროებით, ვიდრე მისი ქმედებების კონსტიტუციურობა არ შეფასდებოდა?

თუკი პრეზიდენტმა გამოიჩინა წინდახედულობა და არ გამოიყენა ბიუჯეტის სახსრები, იგივე წინდახედულობა რატომ არ გამოიჩინა და რატომ არ შეაჩერა ვიზიტები დროებით მაინც, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მისი ქმედებების კონსტიტუციურობას არ შეაფასებდა , - ამ შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

ევა გოცირიძის თქმით, ჩნდება კითხვა, პრეზიდენტის აღნიშნულ ქმედებაში ხომ არ იკვეთება ის, რომ მას არ აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„მას მერეც კი, რაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო ან გაჟღერდა იმპიჩმენტის მუქარის შესახებ, პრეზიდენტმა განაგრძო ვიზიტები და ვიცით, რომ ბალტიისპირეთშიც იყო. სულ მინიმუმ, არ ქმნის ეს იმის განცდას, რომ შეიძლება, მართლაც კონსტიტუციურად სადავო ყოფილიყო. თამაში ხომ არ არის, საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. სულ მცირე, მას რაღაც გონივრული საფუძვლები ექნებოდა, სადავო საფუძვლები მაინც. ეს როგორ უნდა იყოს აღქმული მისი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან ან თვითონ როგორ აღიქვამდა?- არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ რაღაცას აკეთებდა ისეთს, რაც მთავრობისთვის მიუღებელია? რადგან ბოლო პერიოდში სულ აღარ იძლეოდა მთავრობა თანხმობებს და იგი აგრძელებდა ვიზიტებს.

ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული იყო კონსტიტუციური პროცედურა, კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, რატომ არ იფიქრა, რომ მართლაც რაღაცას არაკონსტიტუციურს ხომ არ ვაკეთებ? თუკი მან გამოიჩინა წინდახედულების ერთგვარი ნორმა და არ გამოიყენა ბიუჯეტის სახსრები, იგივე წინდახედულობა რატომ არ გამოიჩინა და რატომ არ შეაჩერა ვიზიტები დროებით მაინც, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მისი ქმედებების კონსტიტუციურობას არ შეაფასებდა? არ იკვეთება კონსტიტუციური ნორმებისადმი ერთგვარი უგულებელყოფა და თუნდაც იმისადმი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო? ხომ არ იკვეთება აქ, რომ მას არ აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება? იქნებ მას მიაჩნია, რომ იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ აქ კონსტიტუციის ყველა ნორმა გვერდზე უნდა გადავდოთ?

ევროპის კავშირში გაერთიანება მართლაც უზარმაზარი მიზანია, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანება საქართველოს სჭირდება იმიტომ, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები და ამ ღირებულებებში მთავარი და გადამწყვეტი არის სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების განაწილება, კონტროლი და ბალანსი. ევროკავშირი სწორედ ასეთ სახელმწიფოებს აერთიანებს“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის