ლევან დავითაშვილი - 2024 წელს ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობა საქართველოს უდიდესი აღიარებაა

ლევან დავითაშვილის შეფასებით, უდიდესი აღიარება ის ფაქტი, რომ 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, რასაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა 2024 წელს ფრირაიდის მსოფლიო ტურის სვანეთში ჩატარების მნიშვნელობა, რაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„საქართველო დასახელდა იმ წამყვან ექსკლუზიურ ქვეყნებს შორის, რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად, ეს ქვეყნებია: კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია და ავსტრია. საამაყოა, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. ამით ძალიან გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა, გაძლიერდება ჩვენი ტურისტული ბრენდი და გვეყოლება კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ აღიარებას ხელი შეუწყო წარმატებით ჩატარებულმა სხვადასხვა მაღალი დონის ღონისძიებამ, მათ შორის ბაკურიანში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. წარმატებულ ღონისძიებებს შორის ლევან დავითაშვილმა ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა დაასახელა.

„შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კურორტების განვითარება, ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ აბასთუმნის კურორტი, სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ 2025 წლის დასაწყისში ვუმასპინძლოთ ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საუბარია დაახლოებით 16 სასტუმროზე - აქ იქნება როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ისე ადგილობრივი, შედარებით დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტები. არსებული კურორტების განვითარების პარალელურად, სწორი დაგეგმვა-განვითარებისთვის შესწავლილია 200-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით