თბილისის მერია - შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი  სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე).

„ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიზღუდება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გზის მარცხენა მხარე.

სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. კერძოდ; ავტობუსი N351 გლდანულას დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" მოძრაობას გააგრძელებს ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგ ქერჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით დაუკავშირდება გლდანულას დასახლებას, ხოლო გლდანულას დასახლებიდან ,,ახმეტელის თეატრთან" მოსახვედრად თიანეთის გზატკეცილიდან დაუკავშირდება სამამულო ომის გმირების ქუჩას, რის შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავა ვეკუას ქუჩაზე, დაუკავშირდება „ახმეტელის თეატრს" და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N496 და N531 თიანეთის გზატკეცილიდან ნაცვლად მიქატაძის ქუჩისა, ლესელეძის ქუჩას დაუკავშირდებიან კობერიძის და ხერგიანის ქუჩების გავლით, უკუმიმართულებისას, ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილს დაუკავშირდებიან ანალოგიურად ხერგიანისა და კობერიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024