იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც „ქართული ოცნების“ მხარეს აღმოჩნდება ხმები, გააჩნია რამდენს გადაიხდიან  - მინდა მალე მორჩეს დავა საკონსტიტუციოში და გადმოვიდეს პარლამენტში, დავინახოთ ვინ იყიდება

არ მჯერა, რომ მთელი ეს ამბავი ტყუილად ხდება, მგონია, რომ „ქოცებს“ რაღაც კოზირი აქვთ ხელში, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეუძლებლად არ მიაჩნია.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქოცები“ ამას აკეთებენ ისე, რომ არაფრის იმედი არ აქვთ, შეუძლებელი ამოცანა ჰგონიათ, ტყუილად დარბიან თბილისსა და ბათუმს შორის, ტყუილად გააბანძეს საკონსტიტუციო სასამართლო და მთელი ეს ამბავი ტყუილად ხდება, მე ეს არ მჯერა. მე მგონია, რომ მათ რაღაც კოზირი აქვთ ხელში და ამ კოზირზე, რაც უფრო მალე დავიწყებთ საუბარს უკეთესი იქნება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, შეძლებ თუ არა „ქართლი ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირებას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესისას, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, „რამდენს გადაიხდიან“.

იაგო ხვიჩიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის არჩევისას თუ შეძლო „ოცნებამ“ ოპოზიციონერების გადმობირება, ეს ახლაც შეუძლია.

„ეს ფულის საკითხია, გააჩნია რამდენს გადაიხდიან. არიან კოლეგები, რომლებიც აქამდეც მილიონჯერ გადამხტარან-გადმომხტარან. არანაირი პრობლემა მაგათ არ გააჩნიათ. ახლა რატომ უნდა „გაუტყდეთ“? იმ ხალხის რეპუტაციას ახალი რა დაემართება? და - ძმა ჩხეიძეები და კიდევ ვიღაცები რომ გადახტნენ წინაზე. ხომ იპოვეს თავის დროზე ხმები? ახლაც აღმოჩნდება ხმები, ჩემი აზრით, უბრალოდ გააჩნია ბიუჯეტი რამდენი გაქვს.

მინდა, რომ მალე მორჩეს საკონსტიტუციოში დავა, სწრაფად გადმოვიდეს პარლამენტში და დავინახოთ ვინ იყიდება. ქართველ ხალხს ამით გვეხმარებიან. „ქოცების“ გაცნობაშიც გვეხმარებიან და „ნაცების“ გაცნობაშიც გვეხმარებიან. თუ ერთად პრეზიდენტი გადააყენეს, მეტი რა უნდა გააკეთონ ამათმა იმისთვის, რომ არჩევნებზე 50%-ის მიღმა დარჩნენ ორივე ერთად?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო