ლევან დავითაშვილი - 2012 წელთან შედარებით ფაქტობრივად სხვა ეკონომიკა გვაქვს - ჩემი სტილი არ არის შევადარო, მაგრამ ოპოზიცია თავად ითხოვს მოსახლეობას შევახსენოთ, როგორ შეიცვალა მდგომარეობა

2012 წელთან შედარებით 2022 წელს სიღარიბე განახევრდა. ასევე 40%-ით შემცირდა უმუშევრობის დონე, - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას, ბანკების მოგების გაზრდის გარდა, სხვა რა მიმართულებით არის პროგრესი.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად სხვა ეკონომიკა გვაქვს.

„ჯერ ერთი საბანკო სექტორი არის საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა, ისე ძალიან ბევრი რამ გაიზარდა ეკონომიკური მიმართულებით 2012 წელთან შედარებით. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2022 წელს სიღარიბე განახევრდა. ასევე 40%-ით შემცირდა უმუშევრობის დონე. 2012 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 245 ათასი დასაქმებულით. მთლიანი შიდა პროდუქტი იცით, რომ 165%-ით გაიზარდა.

2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად სხვა ეკონომიკა გვაქვს. მშპ 1 სულ მოსახლეზე გაიზარდა 2,7 ჯერ . 2,3 ჯერ გაიზარდა ექსპორტი. გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, უცხოური ინვესტიციები. შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რეკორდულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ა.შ. სია საკმაოდ დიდია, უბრალოდ, მსმენელი დაიღლება, რომ აღვნიშნოთ თუ რა გაიზარდა და შეიცალა ქვეყანაში 2012 წლიდან.

ჩემი სტილი არ არის 2012 წელს შევადარო, მაგრამ ოპოზიცია თვითო ითხოვს მოსახლეობას შევახსენოთ როგორ შეიცვალა ეკონომიკის მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო