ეკონომიკის მინისტრი - არის ინვესტორების დაინტერესება და "ნამახვანჰესის" პროექტი აღდგება - რაც შეეხება „ხუდონჰესს“, იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მიწების გადმოცემის საკითხი. არის ინვესტორების დაინტერესება, ასე რომ "ნამახვანის" პროექტიც აღდგება , - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში აღნიშნა, არსებობენ პოტენციური ინვესტორები, რომელთან ერთადაც მოხდება , მათ შორის დიზაინის გადახედვა და დაზუსტება.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე უპასუხა “ხუდონჰესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დავითაშვილის თქმით, ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

„ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით, რომელიც არის სვანეთის რეგიონში. ჩვენ ენერგეტიკული კითხვით გვექნება უფრო მაღალი შედეგები. უფრო კარგი პროექტის განხორციელების იმედი გვაქვს. კვლევები მალე დასრულდება. ჩვენ გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც კვლევების შედეგებს ელოდებიან. ეს იქნება წამყვანი და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიები, უახლოეს ხანებში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით.

კომპანია „შტუკი“ არის საერთაშორისო, შვეიცარიული კომპანია, გლობალური გამოცდილების. ისინი ახორციელებენ პროექტის შესწავლას. ჩვენ ველოდებით შედეგებს. ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო