გიორგი ვაშაძე ლევან დავითაშვილს - სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი გზის დასაგებად, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა?

სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი ამ გზის დასაგებად, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა კაცო?, - ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მინისტრის საათის ფარგლებში“ მოსმენისას ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართულ ბიზნესს მთავრობა დაეხმარება და ეროვნული წარმოება განვითარდება, ქვეყნიდანაც ხალხი არ გაიქცევა.

„ინფრასტრუქტურის კუთხით, 20-30 პუნქტით ჩამოვრჩებით სომხეთსაც, აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობთ, რეალობაა ეს. ანაკლია გაჩერებულია, შემოვლითი რკინიგზა გაჩერებულია, ეს ცენტრალური მაგისტრალი ვერა და ვერ დამთავრდა, სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მილიონი იყო გამოყოფილი გზის დასაგებად დასავლეთ საქართველოში, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა კაცო? დაგრძელდა, თუ რა მოუვიდა, მართლა საინტერესოა. აქაც კატასტროფული მდგომარეობაა. ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას სისტემური მიდგომა, სწორი ხედვა, სანამ რეალური მხარდაჭერა არ ექნება, სუბსიდიებით არა - გამოვაცალოთ მთელი ეს უბედურება, რაც ქართულ ბიზნესს კისერზე აწევს და უკეთესი იქნება.

და ბოლოს, რუსეთთან მიმართებაში რომ ამბობთ, ბევრი ციფრით მანიპულირებთ. რამდენს ყიდის რუსეთში საქართველო პროდუქციას და რამდენს ვყიდულობთ ჩვენ რუსეთისგან? 600 მილიონის პროდუქცია გავყიდეთ გასულ წელს რუსეთში, რუსეთისგან რამდენი ვიყიდეთ? მილიარდ 800 მილიონის, ანუ რუსეთმა საქართველოში 3-ჯერ მეტი გაყიდა და 3-ჯერ მეტი ფული წაიღო, ვიდრე ჩვენ რუსეთიდან შემოსავალი ვნახეთ, ამ დისბალანსის პრობლემაზეა საუბარი.... ამას უნდა მიხედვა ეკონომიკის მინისტრისგან, მიხვდით რაშია საქმე? ეს არის ეკონომიკაზე ზრუნვა - სამუშაო ადგილი შევქმნათ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, ეროვნული წარმოება განვითარდეს და მაშინ, შობადობაც გაიზრდება, სამუშაო ადგილებიც გაიზრდება და ქვეყნიდანაც ხალხი არ გაიქცევა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს