დავით სონღულაშვილი - კარგად გვესმის ყველა გამოწვევის არსი და მათი გადაჭრის თუ პრობლემებთან გამკლავების სწორი გზაც დასახულია

სერიოზული და ავტორიტეტული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა Fitch, S&P, Moodys' დასკვნები და შეფასებები გვაქვს, რომ ურთულესი პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე დავძლიეთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს ზრდა - 2021 და 2022 წლებში ორნიშნა, ხოლო ამ წლის მაჩვენებლებით ასევე მაღალი ზრდა - 7.2%-იანი აქტივობით, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და უახლოეს მომავალში დასაქმების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად შემცირდება. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანას აქვს დადებითი ტენდენცია ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ამ მაჩვენებლებზე გაჩერებას, ვინაიდან უფრო მეტი მოთხოვნაა როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც.

„წინსვლა და პროგრესი არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ გამოწვევებს, ვერ ვაფასებთ და ვერ ვხედავთ არსებული ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებებს. პირიქით, ყველას კარგად გვესმის ყველა გამოწვევის არსიც და მათი გადაჭრის თუ პრობლემებთან გამკლავების სწორი გზაც დასახულია", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა უფრო მეტი სტრუქტურული რეფორმა, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაცია და ვაჭრობის ხარისხობრივი გაძლიერება.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტზე გაამახვილა.

„რუსეთის აგრესიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა, მათ შორის, უპირველესად ენერგეტიკულმა ომმა, დაგვანახა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტს არ აქვს ალტერნატივა. კომიტეტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზეც და უახლოეს მომავალში ფართო მსჯელობისთვის წარმოადგენს მას", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და განვითარების საკითხსაც შეეხო.

„გვაქვს წინადადება და შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით უწყებათშორისი სპეციალიზებული კომისია შეიქმნას, რათა ჩამოყალიბდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბევრ ქვეყანას უკვე გააჩნია შესაბამისი სტრატეგია და ამ შემთხვევაშიც ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს პროცესებს და უნდა იყოს მოწინავე", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024