პირველად საქართველოში, „ვიანი“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს გამართავს

საქართველოში პირველად, „ვიანი“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს, 14-15 ოქტომბერს, თბილისში გამართავს. ინფორმაციას „ვიანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან თემებს გააერთიანებს. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15-მდე საერთაშორისო ექსპერტი ეწვევა.

„სამიტის მთავარი დანიშნულებაა ჯანმრთელობის ჰოლისტურ ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რადგან ხანგრძლივი და სავსე ცხოვრება სწორედ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობით მიიღწევა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტში გაერთიანებული 1000-მდე ადამიანისთვის, „ვიანი“ ინოვაციური ხედვების გაზიარებისა და უახლესი მიდგომების განხილვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სესიები, სამედიცინო კონფერენციები, მასტერკლასები და ვორქშოპები ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, ცხოვრების აქტიურ წესსა და მის გავლენაზე.

პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან: ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და საერთაშორისო ბესტსელერების (Solve for Happy; Scary Smart ) ავტორი მო გაუდატი; სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი.

ორდღიანი სამიტი გააერთიანებს კლინიკურ სამედიცინო კონფერენციებს ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დარგის სპეციალისტებისთვის, კლინიკურ მიღწევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.

„ვიანის“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტი - www.vian.health 14-15 ოქტომბერს ჩატარდება და მას „სტამბა“ და Rooms Hotel Lab უმასპინძლებს. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრეა SOLO. პარტნიორები არიან - USAID, m2, Imedi L,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი