„საქსტატის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერთან და რაიონების გამგებლებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 2 ოქტომბრიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, თბილისში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები არსებული შენობებისა და მათში, ფაქტობრივად, მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.

„ამ მიზნით ქალაქ მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების გაცნობა თბილისის. შეხვედრას თბილისის მერი, კახა კალაძე, თბილისის რაიონების გამგებლები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პირველ ეტაპზე სამუშაოები სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში დაიწყო. სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელება და თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.

სამუშაოებს საქსტატის მიერ გადამზადებული 900-ამდე პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც პლანშეტური კომპიუტერები გამოიყენება.

პირველი ეტაპის სამუშაოების დროს ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც მოსახლეობის მომდევნო აღწერის ჩასატარებლად აუცილებელია.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც დეტალური მონაცემები მიიღება მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.

აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია.

საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის