ვასო ურუშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების ინტენსივობა 2.2-ჯერ მეტი იყო და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის მაჩვენებელი 60%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების ინტენსივობა 2.2-ჯერ უფრო მეტი იყო და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის მაჩვენებელი 60%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რის გამოც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ინდექსებში წამყვანი პოზიციები ეჭირა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მან დღეს, კვლევის „საქართველოს დაღმასვლა საერთაშორისო რეიტინგებში” პრეზენტაცია გამართა, რომელიც 20 წლიან პერიოდს - 2003-2012 და 2012-2023 წლებს მოიცავს.

„ჩვენ შევისწავლეთ 13 მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც მოიცავს 20 - წლიან პერიოდს, 2003-2012 და 2012-2023 წლებს. საერთაშორისო ინდექსების კვლევამ წარმოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების ინტენსივობა 2.2- ჯერ უფრო მეტი იყო, რაც შედეგობრივად აისახა, როგორც მშპ-ის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, 60%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა მშპ, ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების პოზიციონირებაში.

მსოფლიოს სხვადასხვა ინდექსებში საქართველომ წამყვანი პოზიციები დაიკავა და ღირსეული ადგილი განიმტკიცა ლიდერ სახელმწიფოებს შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც კი პროგრესი შენარჩუნებული იყო 2014-2016 წლებამდე, რაც დაკავშირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული რეფორმების ინერციის ეფექტზე.

2017–2022 წლებში, სახეზეა სტაგნაციის პერიოდი, ფაქტობრივად 2021-2022 წლების რეიტინგების მაჩვენებლები 2012-2013 წლების მაჩვენებლებს გაუტოლდა. ამასთან უმეტესობა რეიტინგების შეფასებისას 2019–2022/23 წწ სახეზეა, მაჩვენებლების და დაკავებული პოზიციების დაკარგვა. საერთაშორისო ინსტიტუტები საგანგაშოდ აღნიშნავენ, არამარტო ქვეყნის პოზიციონირების გაუარესებას, არამედ, ჰიბრიდული რეჟიმების რიგიდან ავტორიტარული რეჟიმისკენ სწრაფვის საშიშროებას პროგნოზირებენ.

მაგალითისთვის, ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 22 საფეხურით, ზუსტად სამჯერ გაუარესდა. 2014 წელს მე-11 პოზიციაზე ვიყავით და ახლა 33-ზე ვართ.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - საქართველოს პოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში 46 საფეხურითაა გაუმჯობესებული, „ქართული ოცნების“ მმართველობისას 2020-2023 წლებში კი 23 საფეხურით გაუარესდა და ქვეყანა 2023 წელს 35-ე პოზიციას იკავებს, მაშინ როცა 2012 წელს მე-16 ადგილი გვეკავა და ათეულისკენ სწრაფი ტემპებით მივიწევდით.

ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსი - საქართველომ „ნაციონალური მოძრაობის“ გატარებული რეფორმების შედეგად წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. 2012 წელს 94-ე ადგილიდან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, 65-ი საფეხურით გაუმჯობესდა. „ქართული ოცნების“ მმართველობისას, 2016 წლიდან, ქვეყნის ინდექსმა გაუარესება დაიწყო. კერძოდ, მე-16 ადგილიდან ქვეყანა 2022 წელს, 25-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ფაქტობრივად, 2022 წლის მაჩვენებელი, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის პერიოდის 2013 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო